вторник, 18 июля 2017 г.

რეფლექსია 9 დღე

ტრენინგის მე-9 დღეს დავამთავრეთ მუშაობა პორტფოლიოს შექმნაზე. განვიხილეთ პორტფოლიოს შემადგენელი თითოეული პუნქტი. მივიღეთ მითითებები და პორტფოლიოს მივეცით საბოლოო სახე.
ტრენინგი მთლიანობაში ძალიან საინტერესო იყო. ტრენინგის განმავლობაში შევეხეთ და შევისწავლეთ ბევრი ისეთ საინტერესო თემას, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ დავით ჯანიაშვილს საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგისთვის, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.  

понедельник, 17 июля 2017 г.

რეფლექსია 8 დღე

სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავასრულეთ, მოვამზადეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია და ავტვირთეთ გუგლ დრაივზე, პარალელურად განვიხილეთ საჭირო ტექნიკური საკითხები, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ მომავალში. საინტერესო და დატვირთული დღე გამოვიდა.

вторник, 11 июля 2017 г.

რეფლექსია 7 დღე


განვიხილეთ შესრულებული დავალებები, გავანაალიზეთ თუ რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო, მოვამზადეთ შეფასების ინსტრუმენტები.
ბლოგზე ავტვირთეტ ჩვენი პორტფოლიო.
ჩავინიშნეთ დავალება მომდევნო დღისათვის.

პროექტის პორტფოლიო

понедельник, 10 июля 2017 г.

რეფლექსია 6 დღე


განვიხილეთ შევსებული შეფასების გეგმები, გავაანალიზეთ რა გვჭირდებოდა და რა იყო ზედმეტი. ინდივიდუალურად განვიხილეთ სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები: პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა, ჩავინიშნეთ დავალება მომდევნო დღისათვის. 

вторник, 4 июля 2017 г.

რეფლექსია 5 დღე


შევისწავლეთ გუგლდრაივში ტესტის მომზადება . ვიმუშავეთ სხვადასხვა რესურსების მოძიებაზე, რომელსაც მუშაობის პროცესში გამოვიყენებთ. განვიხილეთ  შეფასების გეგმა, ჩავინიშნეთ დავალებები მომდევნო ტრენინგისთვის. საინტერსო და საქმიანი დღე გამოვიდა.

понедельник, 3 июля 2017 г.

რეფლექსია 4 დღე


მეოთხე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით და გაანალიზებით. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ვისაუბრეთ პროექტზე მუშაობის დროს გამოსაყენებელ ინსტრუმენტებზე.